აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ ბუკია დააჯილდოვა უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით - სამეცნიერო-პუბლიცისტური ნაშრომების შექმნის, ნაყოფიერი სამეცნიერო მოღვაწეობისა და სოფლის მეურნეობის მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლისათვის.
ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტი და თსუ მედიცინის ფაკულტეტი ულოცავს ბატონ ზურაბს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდოს მიღებას, და უსურვებს ჯანმრთელობას და წარმატებულ მოღვაწეობას.